პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს იმ ბიზნეს საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება შესაბამის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნების მიღწევას.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია შემდეგი მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.


თანადაფინანსების მოცულობა

  • სააგენტოს თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 20,000 და არაუმეტეს 340,000 ლარით, თუმცა პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტზე არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.
  • განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას ძირითადად განახლებადი ენერგიების მეირ, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

ბენეფიციარის თანამონაწილეობა

  • თანადაფინანსების გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის დამატებითი წყაროს არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი სახსრები პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ოდენობით, ამასთან არსებული ძირითადი საშუალებები (მხოლოდ უძრავი ქონება) ბენეფიციარის თანამონაწილეობად განიხილება თუ ბენეფიციარი წარმოადგენს ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები გარდა განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისა.
შენიშვნა: აღნიშნული ძირითადი საშუალებების ღირებულება შეფასებული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების მიერ.

პროგრამის ბენეფიციარი

  • პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს
  • პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში ან/და მიღებული აქვს იჯარით/აღნაგობით, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს).
  • უძრავ ქონებას, არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);
  • ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და სსიპ „შემოსავლების სამსახურის მიმართ“.
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროგრამის/პროექტის პირობები დარღვეული.